“ნებისმიერი პარტია, რომელიც უმთავრესი მოთხოვნის, ანუ, ხელახალი არჩევნების ჩატარების გარეშე პარლამენტში შევა, გაყიდული რომ იქნება ამაზე ორი აზრი არ არსებობს”- ბურჯანაძე

“ნებისმიერი პარტია, რომელიც უმთავრესი მოთხოვნის, ანუ ხელახალი არჩევნების ჩატარების გარეშე პარლამენტში შევა, გაყიდული რომ იქნება ამაზე ორი აზრი არ არსებობს.”- ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” “დღის ნიუსრუმში”ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიცია მყარად დგას და მათ გადაბირებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

“თვლიან, რომ ვაჭრობისთვის დრო არ ეყოთ. ჯერჯერობით ვერავინ გადაიბირეს. ვაჭრობა, კომუნიკაცია, შეთავაზებები და უამრავი რამ იყო, მაგრამ ჯერჯერობით ოპოზიცია ძალიან მყარად დგას. ნებისმიერი პარტია, რომელიც უმთავრესი მოთხოვნის, ანუ  ხელახალი არჩევნების ჩატარების გარეშე პარლამენტში შევა, გაყიდული რომ იქნება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჯერ ერთი, პარლამენტში პარტია არც შევა, მაგრამ თუკი ცალკეულ დეპუტატს იყიდიან, ეს პარტიულობას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაანელებს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი