“ნაციონალური მოძრაობის მიზანი დესტაბილიზაცია და დესტრუქცია იყო” – ჩიქოვანი

“ზუგდიდელები ვთვლით, რომ “სირცხვილის კორიდორი” არის ანტისახელმწიფოებრივი განზრახვა, როდესაც რაღაც კონკრეტული ძალა და ჯგუფი ცდილობს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ერთი ჯგუფი დაუპირისპიროს მეორეს. სხვა ვერაფერს დავარქმევთ, არჩევნებით არის და არჩევნებიც, შეჯიბრებითობაც არის და შეჯიბრებითობაც, მაგრამ არის გაცილებით უფრო დიდი ღირებულება – სახელმწიფო და დემოკრატიული პროცესები.”  – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა “სირცხვილის კორიდორებთან” დაკავშირებულ კითხვაზე.

“ეს მოწოდება კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ნათლად გამოავლენს იმას, რომ არჩევნებთან მიმართებაში “ნაციონალურ მოძრაობას” შედეგის დადების არანაირი ინტერესი არ ჰქონია. მათი ინტერესი მხოლოდ დესტაბილიზაცია და დესტრუქცია იყო.” – დაამატა ჩიქოვანმა.

“არც ადრე მაშინ როდესაც დავიწყეთ საარჩევნო კამპანია ჩვენი ინტერესი არ ყოფილა ჩვენი კონკურენტები, არამედ ჩვენი გზავნილის მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის გაზიარება. ჩვენთვის არავითარ მნიშვნელობა არ აქვს კონკურენტი გაჩუმებულია. 21-ში ველოდებით უფრო მეტ აქტიურობას მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ეს პირველი ტურით დასრულებულიყო. თუმცა ეს კარგი საარჩევნო კამპანია წარიმართა და ესეც მიღწეული შედეგია.” – განაცხადა ჩიქოვანმა.

ის ნაკლებად ხედავს ზუგდიდში სიტუაციის გართულების შესაძლებლობას. თუმცა ზოგ-ზოგიერთი ადგილობრივი პარტიის აქტივისტისა და ხელმძღვანელის მხრიდან მცირე მოქმედებებს ადგილი ჰქონდა ადგილი. ის “ნაციონალურ მოძრაობას” ზუგდიდში სიტუაციის დაძაბულობის მდელობებში ადანაშაულებს.

“გახსოვთ 2011 წლიდან როგორ ცდილობდნენ ზუგდიდში სიტუაციის დაძაბვას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. ჩვენ შევძელით აქ მაქსიმალურად საქმიანი მოძრაობა დაგვეწყო და არანაირი ხელმოსაჭიდი აქვთ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან.” – განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი