“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ

ავტორი: ნანა წულაია

გრიგოლ ვაშაძის “ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლის შემდეგ, თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ცოტახნის წინ დასრულდა.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ პარტია “ნაციონალური მოძრაობა” და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა 15 დეკემბერს დატოვა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას არ ეთანხმება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი