“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელია იმარჯვებს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელია იმარჯვებს. ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს. ამ დროისთვის ნიკა მელიას ხმების 62% აქვს, ლევან ვარშალომიძეს კი 36%.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ეს არის უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც ორ ათეულ ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ირჩევს. ასეთი მაღალი აქტივობა ამ პროცესისა და ზოგადად, მონაწილეობითი, გამჭვირვალე და ფართო ჩართულობით მმართველობისადმი ნდობასა და მხარდაჭერას ადასტურებს. სასიხარულოა, რომ ორივე კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ანალოგიური დემოკრატიული მექანიზმების განვითარებასა და გაძლიერებას აპირებს”, – ნათქვამია “ნაცმოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კენჭისყრა 21 დეკემბრის 14:00 სთ-ზე დაიწყო და 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდა

პარტია თავმჯდომარეს 27 დეკემბრის ყრილობაზე დაამტკიცებს. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი