„ნატო-ს ინფრასტრუქტურა ჩვენს საზღვრებს უახლოვდება” – პუტინი

ავტორი: ნანა წულაია

„ნატო-მ დაპირება არ შეასრულა“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციაზე რუსეთის პირველმა პირმა „ბიბისის“ კითხვას – გრძნობს თუ არა პასუხიმგებლობას დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარებასებაზე, უპასუხა, რომ პასუხისმგებლობას ის მხოლოდ რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე გრძნობს.

„რუსეთის პრეზიდენტი მე პასუხიმგებლობას ვგრძნობ იმაზე, რაც რუსეთში ხდება და ყველაფერს გავაკეთებ ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ჩვენ გავათავისუფლეთ საბჭოთა დიქტატისგან ქვეყნები, რომლებსაც სურდათ დამოუკიდებლად განვითარება. ჩვენ მოვისმინეთ ნატო-ს გარანტიების შესახებ, რომ არ გაფართოვდებოდნენ აღმოსავლეთით, მაგრამ თქვენ არ შეასრულეთ დანაპირები. დიახ, ეს არ იყო ხელმოწერილი დაპირება, მაგრამ ზეპირი ხომ იყო. არაფერი გაგიკეთებიათ ამ მიმართულებით? იყო გაფართოების ტალღა, ნატო-ს ინფრასტრუქტურა ჩვენს საზღვრებს უახლოვდება. ნუთუ ამაზე არ უნდა გიპასუხოთ? ჩვენ გამოვედით რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეთანხმებიდან? მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ გიპასუხოთ? გამოხვედით ღია ცის შეთანხმებიდან. ჩვენ რა ვქნათ? თქვენ, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფო ჩვენს თავზე იფრენთ, ინფორმაციას შეაგროვებთ და გადასცემთ ამერიკულ მხარეს, ჩვენ კი ამერიკელებთან მიმართებით ამ შესაძლებლობას მოკლებული ვიქნებით? თქვენ ხომ ჭკვიანი ხალხი ხართ? რატომ გგონიათ, რომ ჩვენ სულელები ვართ?“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი