„ნაპოლის“ სტადიონს დიეგო არმანდო მარადონას სახელი დაერქმევა

ავტორი: კახი კახეთელიძე

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ სტადიონს „სან პაოლოს“ დიეგო არმანდო მარადონას სახელი დაერქმევა. ამის შესახებ Twitter-ზე გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.

„ნაპოლის“ ღირსებას მარადონა 1984–1991 წლებში იცავდა და 188 მატჩში 81 გოლი გაიტანა. იტალიურ კლუბთან ერთად მან ორჯერ ქვეყნის ჩემპიონატი, თითოჯერ უეფას თასი, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.

დიეგო მარადონა გულის შეტევით 25 ნოემბერს გარდაიცვალა ამის გამო, არგენტინის მთავრობამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დიეგო მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. დიეგო მარადონა 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი