ნათია თურნავა – მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას

ავტორი: კატო მალანია

მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრა – შევლენ პარლამენტში და დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.

„ესაა პანდემია, რომელსაც ვებრძვით, ესაა ეკონომიკური სირთულეები, რაც ერთობლივადაა დასაძლევი და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ოპოზიციაც პასუხისმგებლიანად მოიქცეს და ჩაერთოს მათ შესახებ მსჯელობაში, დებატებში და ერთობლივად ვიმუშაოთ მეათე მოწვევის პარლამენტში,“ – განაცხადა მან

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი