მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას worldmeters-ი ავრცელებს.

მათი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 93,928,766 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 2,010,446 – გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 67,032,461 ადამიანია.

აქტიური შემთხვევების რაოდენობა 24,885,859-ია, ხოლო დახურული შემთხვევების რიცხვი 69,042,907-ს აღწევს.ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით წამყვანი ქვეყნებია: აშშ, ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი