მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 89 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 89 მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას worldmeters გვაწვდის.

მათი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 89,381,906 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 1,022,502 – გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა –  64,042,978 ადამიანია.

აქტიური შემთხვევების რაოდენობა 23,417,426-ია, ხოლო დახურული შემთხვევების რიცხვი 65,964,480-ს აღწევს.ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით წამყვანი ქვეყნებია: აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი