მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 84 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა Worldometers აქვეყნებს.
პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ – 19-ით 1.8 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 60 მილიონს მიუხლოვდა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 22 902 415 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.