მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა

ავტორი: თიკო ნოდია

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა.

COVID-19 57,355,677 ადამიანმა დაამარცხა.

ვირუსს 1,773,407 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც კორონავირუსის 19 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 341,138 ადამიანი გარდაიცვალა, 11,495,875 კი გამოჯანმრთელდა.

აშშ-ს შემდეგ COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი ინდოეთს, ბრაზილიას, რუსეთსა და საფრანგეთს ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა გავრცელდა, რომლის გამოც ბევრმა ქვეყანამ გაერთიანებულ სამეფოსთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა. ბრიტანეთში ის სამხრეთ აფრიკიდან შეიტანეს.

თვლება, რომ ვირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი