მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 69 მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას worldmeters გვაწვდის. მათი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 69,240,929 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 1,575,819 – გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 47,995,534 ადამიანია.
აქტიური შემთხვევების რაოდენობა – 19,669,576-ია, ხოლო დახურული შემთხვევების რიცხვი 49,571,353 -ს აღწევს.
ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით წამყვანი ქვეყნებია: აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი.