მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 70 მილიონს გადააჭარბა

ავტორი: თიკო ნოდია

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70 მილიონს გადააჭარბა.

საერთო ჯამში CODID-19-ს 1,592,597 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ვირუსი დაამარცხა 49,334,674 ადამიანმა.

ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც კორონავირუსის 16 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 299,988 ადამიანი გარდაიცვალა, 9,340,220 კი გამოჯანმრთელდა.

აშშ-ს შემდეგ COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი ინდოეთს, ბრაზილიას, რუსეთსა და საფრანგეთს ჰყავს.

საქართველოში ბოლო 14 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4,146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი