მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონ ნახევარს გადააჭარბა

ავტორი: თიკო ნოდია

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონ ნახევარს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით ვირუსს 1,543,629 პაციენტი ემსხვერპლა.

სულ COVID-19 67,493,598 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ვირუსი 46,689,337 პაციენტმა დაამარცხა .

ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც კორონავირუსის 15 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 288,906 ადამიანი გარდაიცვალა, 8,855,593 კი გამოჯანმრთელდა.

აშშ-ს შემდეგ COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი ინდოეთს, ბრაზილიას, რუსეთსა და საფრანგეთს ჰყავს.

საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსი 2501 ადამიანს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, COVID-19-ის 164,976 შემთხვევა გამოვლინდა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობით საქართველო ლიდერობს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი