მოჰამად ჯავად ზარიფი- ირანის საყვარელ აზერბაიჯანზე ვერავინ ისაუბრებს

ირანის საგარე საქმეთა მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებას ეხმაურება. მოჰამედ ჯავად ზარიფის თქმით, ირანის საყვარელ აზერბაიჯანზე საუბრის უფლება თურქეთს არ აქვს.

“პრეზიდენტ ერდოღანს არ შეატყობინეს, რომ ის, რისი ციტირებაც მან ბაქოში მოახდინა, ეხება არაქსის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიების ირანული სამშობლოდან იძულებით გამოყოფას? ვერ ხვდებოდა, რომ იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს ძირს უთხრიდა? ირანის საყვარელ აზერბაჯანზე ვერავინ ისაუბრებს,“ – წერს ზარიფი სოციალუ ქსელ  „ტვიტერში“.

ირანული მედიის ცნობით, ბაქოში გუშინ ჩატარებული „გამარჯვების აღლუმზე“ სიტყვით გამოსვლისას, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წაიკითხა ლექსი, რომელიც მდინარე არაქსის შესახებ „სეპარატისტულ განწყობას“ გამოხატავს

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი