მოძრაობა „ალტერნატივას“ 5 წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ავტორი: სალომე კახეთელიძე

არასამთავრებო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხუთი წევრი, რომლებიც 21 ნომბერს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დააკავეს,  ხელწერილის საფუძველზე გაანთავისუფლეს.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ განაცხადა, მათ ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე წარუდგინეს, რაც კერძოდ პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობდა.

შეგახსენებთ, გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივამ” ბათუმში, საოლქო კომისიის შენობასთან აქცია გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი