მოძრაობამ “იმოქმედე” ბათუმში, მთავრობის სახლთან კაფე გახსნა

ავტორი: თიკო ტეფნაძე

ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობა “იმოქმედეს” წევრებმა ბათუმში, აჭარის მთავრობასთან კაფე გახსნეს. ისინი ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან და მოქალაქეებს კაფეში ეპატიჟებიან.

“პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა – გაიხსნა კაფე. ეს არის ერთგვარი დაუმორჩილებლობა იმ რეგულაციებისა, რომელიც მიიღო სახელმწიფომ. სრულიად უპასუხისმგებლოდ დატოვა თავის მოქალაქეები, ლუკმაპურის გარეშე და არ ეუბნებიან, როგორ უნდა იცხოვრონ ხვალ. ვინც მცირე ბიზნესით ირჩენდა თავს შეუძლიათ მოვიდნენ აქ და გააგრძელონ საქმიანობა. პასუხიმგებლობას იღებს ყველა ადამიანი საკუთარ თავზე. არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ აქციაზე კოვიდი ჰქონოდა ვინმეს. აქციის „კლასტერი“ არ ყოფილა. პასუხისმგებლობა იღებს ყველა ის ადამიანი, ვინც მოდის აქ, ვინც თვლის, რომ აქ ყოფნა კოვიდის კუთხით არის საშიში აქ არ მოვა. ეს არის პროტესტის ფორმა სახელმწიფოს მიმართ, რომელიც კოვიდს იყენებს მათ სასარგებლოდ. თუ ვინმეს ეშინია, თუ ვინმე ფიქრობს, რომ აქ კოვიდის ბუდეა, ეს ადამიანი არ მოვა აქციაზე”- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან აქციები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პროსტესტის მონაწილეებმა შეკრების ადგილს “თავისუფლების კვარტალი” დაარქვეს. კაფის გარდა მათ “სახალხო მერიაც” გახსნეს, სადაც მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას უწევენ. ასევე “თავისუფლების კვარტალში” სამედიცინო ცენტრიც დაარსდა, სადაც მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების უგვარებენ.

ფოტო: IPN

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი