“მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს ხარჯზე ყოველდღიურად 20,000 ტესტი გაიკეთონ” – გახარია

“მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს ხარჯზე ყოველდღიურად 20,000 ტესტი გაიკეთონ.”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ 2 თვიანი შეზღუდვები ინფიცირების შემთხვევების რაოდენობას შეამცირებს.

“მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვაცხადეთ ორთვიანი კონკრეტული გეგმა მიზნობრივი, წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში კოვიდ ინფექციის გავრცელების სისწრაფე. ამასთან ერთად, ჩვენ ამავდროულად, ამ ორთვიან გეგმასთან ერთად, ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც გუშინ დაიწყო და რომელიც უახსლოეს პერიოდში დღეში 20,000 ტესტს მიაღწევს. ეს გახლავთ პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს ხარჯზე ყოველდღიურად 20,000 ტესტი გაიკეთონ. გარდა იმისა, რასაც კომერციული სექტორი გააკეთებს, ამას აქვს კონკრეტული მიზანი. მიზანი არის ის, რომ 2 თვიანი შეზღუდვები იყოს მაქსიმალურად ეფექტური. ინფიცირების შემთხვევები სწრაფად გამოვავლინოთ, მათი იზოლაცია და მკურნალობა მოვახდინოთ. იმისთვის, რომ ორი თვის შემდეგ თებერვალში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა გვქონდეს.”- განაცხადა გახარიამ.

პრემიერმინისტრის განცხადებით, ამასთან ერთად შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე და ვაქცინის შესყიდვაზე იზრუნებს.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი