მოსენ ფახრიზადეს მკვლელობაში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

ირანის ხელისუფლების მტკიცებით, მოსენ ფახრიზადეს მკვლელობაში ხელოვნური ინტელექტი იქნა გამოყენებული. ქვეყნის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის მოადგილის, ალი ფადავის თქმით, თეირანისკენ მიმავალ ფახრიზადეს თან 11 მცველი ახლდა, სპეციალური ტყვიამფრქვევის სისტემამ კი მისი სახე ამოიცნო და ბირთვული სპეციალისტის მიმართულებით 13-ჯერ გაისროლა.
ტყვიამფრქვევი „ნისანის“ პიკაპზე იყო დაყენებული და ფოკუსირებას მხოლოდ მოჰსენ ფახრიზადეს სახეზე ახდენდა ისე, რომ მისი მეუღლე, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით იჯდა, არ დაშავებულა.

“მას ინტერნეტით აკონტროლებდნენ ,სატელიტის საშუალებით იყენებდნენ თანამედროვე კამერას და ხელოვნურ ინტელექტს“, – თქვა ალი ფადავიმ.

ირანის ხელისუფლებამ მკვლელობაში ბრალი დასდო ისრაელს და დევნილ ოპოზიციურ ჯგუფ „ირანის სახალხო მოჯაჰედებს“. ირანული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იარაღები ისრაელშია დამზადებული.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი