„მოსახდელი დაავადებაა, ყველა მოვიხდით და გადავრჩებით“ – ლევან რატიანი

ავტორი: სალომე კახეთელიძე

“მოსახდელი დაავადებაა. ყველა მოვიხდით და გადავრჩებით” – ამის შესახებ ლევან რატიანმა TV პირველთან თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნისთვის ყველაფერს გააკეთებს, რისი შესაძლებლობაც ექნება.

რამდენიმე დღეა, სამედიცინო ცენტრებთან ტესტირების ჩასატარებლად მისული ადამიანების რიგი დგას. ინფიცირებულთა მდგომარეობამ უკვე ამერიკასა და იტალიასაც გაუსწრო. ინფექციონისტები ამბობენ, რომ ძალიან მალე, შესაძლოა, კლინიკური კრიზისი მივიღოთ და ქვეყანაში უკონტროლო მდგომარეობა შეიქმნას.

„დაახლოებით რვაასამდე მსურველი დილიდან საღამომდე რიგში დგას, საავადმყოფოები ტესტების მიღებასაც ვერ ასწრებენ, ამ ადამიანებს რამდენიმე დღე უწევთ მოცდა, რომ გაიგონ, არიან დაინფიცირებულები კოვიდ-19-ით, თუ არა“ – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

შეგახსენებთ, რომ კოვიდინფიცირებულთა მიმღებ კლინიკებში საქართველოს მასშტაბით 972 საწოლია თავისუფალი. 19 ოქტომბრის მდგომარეობით კი კორონავირუსის 1186 შემთხვევაა გამოვლენილი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი