‘’მონოპარტიული პარლამენტი უბრალოდ ცუდი ოპტიკა არ არის’’ – თინა ბოკუჩავა

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ივანიშვილს თუ ახლა არ ესმის, მჯერა, რომ საერთაშორისო პარტნიორები გააგებინებენ, რომ ერთპარტიული პარლამენტი გავლენას იქონიებს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე, ინვესტორი პირველ რიგში პოლიტიკურ გარემოს უყურებს. ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა საქართველოსთვის, ამიტომ მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს გონივრული შედეგით, რომელიც მისაღები იქნება თითოეული ოპოზიციური პარტიისთვის.’’ – ამის შესახებ ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ ‘’მთავარი არხის’’ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ერთიანია ისე, როგორც არასდროს და ამ მოცემულობაში პარლამენტში შესვლა ‘’პოლიტიკური სუიციდია,’’ მან ისიც აღნიშნა, რომ კრიზისის დასრულების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების იმედი აქვს.

‘’ეს არის ოპოზიციის უპრეცენდენტო ერთობა, რაც ბიძინა ივანიშვილის უდიდესი თავისტკივილია. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ მოცემულობაში, ამ ფორმით პარლამენტში შესვლა პოლიტიკური და მორალური სუიციდია და ამ ვითარებაში ეს არ განიხილება. მე მგონია, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მივაღწევთ გონივრულ შედეგს, იმიტომ რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ გვჭირდება გამოსავალი, რადგან ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ იცვლებოდა ‘’ქართული ოცნების’’ ე.წ. ლიდერების პოზიციები, ე.წ იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან პაიკები ბიძინა ივანიშვილის ხელში.’’ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი