მომავალი კვირიდან, შესაძლოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვები დაწესდეს

ავტორი: ნანა წულაია

მომავალი კვირიდან, შესაძლოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვები დაწესდეს. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ადასტურებს, რომ მომავალი კვირიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილება. ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი განიხილეს.

„მე ვიყავი შეხვედრაზე პრემიერთან და გვითხრეს, რომ იქით კვირაში შესაძლოა, კიდევ დაგვიძახონ. დავალებაც კი მიიღო ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მაგრამ როგორი პაკეტი, დამუშავების პროცესი იყო, ზუსტი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ასე მოხდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, ბევრი დრო რომ არ დაიკარგოს, რადგან დღეს და ხვალ, ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მისაღები, რათა ჯანდაცვამ ცოტა ამოისუნთქოს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ შეზღუდვა შეეხება იმ ობიეტებს, რომელიც სურსათთან და აფთიაქთან არ იქნება დაკავშირებული.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი