“მოლაპარაკებებს ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმის პოზიცია” – გიგა ბოკერია

ავტორი: თიკო ტეფნაძე

„მოლაპარაკებებს ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმის პოზიცია, რომელიც ჯერჯერობით არ არის შეგუებული იმას, რომ ვადამდელი ნორმალური არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებებით არის ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხიდან” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით,  რეგისტრაციიდან მოხსნის მუქარა, ისევე როგორც სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, არის პუტინის რუსეთისკენ მიმავალი გზა და იზიარებს კარლ ჰარცელის პოზიციას ამასთან დაკავშირებით.

“ბატონი ჰარცელის შეფასებასა და შეშფოთებას იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, ვიზიარებ, რადგან რეგისტრაციიდან გაუქმების მუქარა, ისევე როგორც სადამსჯელო საკანონმდებლო ინიციატივები, იმის პასუხად, რომ არ მოგვწონს პოლიტიკურ ოპონენტის საქციელი, ეს არის კანონის უზენაესობის საპირისპირო ამბავი და პუტინის რუსეთისკენ მავალი გზა. ამ შეშფოთებას რა თქმა უნდა, ვეთანხმები“ – განაცხადა ბოკერიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი