„მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ გაიმართება“ – სერგო ჩიხლაძე

ავტორი: ნანა წულაია

„ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ  ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავალი ელჩების ძალისხმევით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გაიმართება.

„წინა კვირაში ხელისუფლების მხრიდან განცხადებების, მუქარისა და შანტაჟის შემდეგ, ვითარება შეიცვალა. ასევე, იცით, რომ დაიწერა სიის ჩახსნაზე ოპოზიციური პარტიების თხოვნა ცესკოსადმი. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის. ვადითაც კი, ჯერჯერობით მოსალაპარაკებლად დრო რჩება. ამიტომ, ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ამ მოლაპარაკებებს, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ გაიმართება. ამის შემდეგ უფრო კონკრეტულად შეგვეძლება პერსპექტივებზე საუბარი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ წამოყენებული მოთხოვნები და პირობები არ იცვლება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი