„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან,“- რიკ დაემსი.

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“უკიდურესად ვწუხვართ საქართველოში გარკვეული პოლიტიკური წარმომადგენლების მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარის, რომელიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა, პირადი პატიოსნების მიმართ განხორციელებული დაუსაბუთებელი თავდასხმების გამო” – ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დაემსის განცხადებაში.

მისივე თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პატიოსნება ეჭვქვეშ ვერ დადგება და ყველა პოლიტიკურ მხარეს ბრალდებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

”ტინი კოქსის განცხადებები ასახავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პოზიციას, რომელიც გაკეთდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიიდან. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერს შეუძლია არ დაეთანხმოს მის დასკვნებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პატიოსნება ეჭვქვეშ ვერ დადგება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის ტინი კოქსის მიმართ კრიტიკული განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი