“მოდი, გავაძლიეროთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში” – აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“მოდი, ავაშენოთ ახალი, უფრო ძლიერი ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, გავაძლიეროთ ჩვენი ხანგრძლივი ალიანსი თურქეთთან და გავაძლიეროთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში, რაც აშშ-ს საჰაერო და საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურას მოიცავს” – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა, ბენ ჰოჯესმა განცხადება EUobserver-ზე გაავრცელა.

მისივე თქმით, საქართველოს გაწევრიანება ნატოში რუსეთისთვის იქნება შეტყობინება, რომ კავკასიის რეგიონი ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედის.

“საქართველოს უნდა გავუგზავნოთ მოსაწვევი ნატოში დაუყოვნებლად გაწევრიანებაზე.  ეს ზომები კრემლამდე მიიტანს მესინჯს, რომ ეს რეგიონი აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესში შედის. თუკი გვინდა, რომ დიდი ძალების კონფლიქტი თავიდან ავიცილოთ, დასავლეთმა სამხრეთ კავკასიაში უნდა იაქტიუროს, სანამ გვაქვს ამის შანსი” – წერს ჰოჯესი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი