მიხეილ ჩხენკელი: ფასდაუდებელია გოგი ქავთარაძის ღვაწლი როგორც ქართული კულტურის, ასევე საქართველოს წინაშე

“გოგი ქავთარაძემ არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი როგორც ქართული კულტურის, ასევე საქართველოს წინაშე” –

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მსახიობ გოგი ქავთარაძის გარდაცვალებას ეხმაურება

“მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, რეჟისორის გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო. იგი იყო ხელოვანი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ თეატრსა და კინოს ემსახურებოდა და ქართული თეატრის სცენაზე არაერთი შთამბეჭდავი და საინტერესო სპექტაკლი დადგა. საზოგადოებაში მისი კინოგმირები დიდი სიყვარულით სარგებლობენ, რაც მსახიობის შემოქმედების უპირობო აღიარებაა. მან არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა. ფასდაუდებელია გოგი ქავთარაძის ღვაწლი როგორც ქართული კულტურის, ასევე საქართველოს წინაშე. გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს გოგი ქავთარაძის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას“- განაცხადა მიხელ ჩხენკელმა.

საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი