მიხეილ სააკაშვილი -„21-ე საუკუნეში ვერავინ შეძლებს ხმების ასე მიტაცებას, როგორც ეს საქართველოში მოხდა“

ავტორი: ნანა წულაია

„21-ე საუკუნეში ვერავინ შეძლებს ხმების ასე მიტაცებას, როგორც ეს საქართველოში მოხდა“ – მიხეილ სააკაშვილი

„ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგია” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Настоящее Время-სთან განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ხმების მიტაცებას 21-ე საუკუნეში ვერავინ შეძლებს. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის მიხედვით, ოპოზიციამ არჩევნებზე 60%, ივანიშვილმა კი 40% მიიღო.

„ბუნებრივია, ოპოზიცია ვალდებულია, დაემორჩილოს ქართველების ნებას. გამოკითხვის მიხედვით, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ამ არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგია. ვფიქრობ, რომ ვითარება მარტივი არ არის. ისევე როგორც ეს მოხდა ყირგიზეთში, ისევე როგორც მოხდა უკრაინაში, ისევე როგორც მოხდა საქართველოში 2003 წელს, ისევე როგორც ახლა ხდება ბელარუსში, ამ პარლამენტსა და ამ ხელისუფლებას ხალხი დაანგრევს, რადგან 21-ე საუკუნეში ვერავინ შეძლებს ხმების ისე მიტაცებას, როგორც ეს საქართველოში მოხდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პირველი ნაბიჯია ის, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა.

„ფაქტად ვიცი, რომ თითოეულ ოპოზიციონერს ისინი ორიდან სამ მილიონ დოლარამდე სთავაზობდნენ, რათა ისინი პარლამენტში შესულიყვნენ. ივანიშვილი ის ოლიგარქია, რომელმაც მიიტაცა არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ მთელი ქვეყანა. თუმცა, საზოგადოებაში ზეწოლა იმდენად დიდი იყო, რომ ყველამ უარი თქვა ფულზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი