„მისი უწმინდესობა მიუძღვის ჩვენს ერს როგორც სულიერი მამა“ – მეუფე შიო

ავტორი: ნანა წულაია

„ჩვენი უწმინდესი არის ჭეშმარიტი მსახური და მონა უფლისა, რომელიც მოუწოდებს ჩვენს ერს სასუფევლისკენ“ – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრების 43 წელი მიულოცა.

„ჩვენ 25 დეკემბერს ყოველთვის საზეიმოდ აღვნიშნავთ ილია მეორის აღსაყდრების დღეს. პანდემიიდან გამომდინარე ეს წელს ვერ მოხერხდა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრების დღე. მადლობა ვუთხრა მას დიდი ღვაწლისთვის, 43-ე წელია, რაც მისი უწმინდესობა მიუძღვის ჩვენს ერს როგორც სულიერი მამა და არის მაგალითი იმისა, რომ უშურველად მთელს თავის ცხოვრებას უთმობს სასუფევლის მოპოვებას. ჩვენი უწმინდესი არის ჭეშმარიტი მსახური და მონა უფლისა, რომელიც მოუწოდებს ჩვენს ერს სასუფევლისკენ და ღმერთის საქორწინო ნადიმისკენ. ასევე, მისი პიროვნებით და მისი მამობრივი სიყვარულით გვაგრძნობინებს რაოდენ ტკბილია უფალი, ამითაც მოვყავართ ეკლესიაში მისი დიდი მოწყალებით, ლმობიერებით და სიბრძნით. ამიტომ ვუსურვოთ მას დღეგრძელობა, მრავალჟამიერ მრავალსა წელსა, ჩვენთან არს ღმერთი!“ ,- აღნიშნა მეუფე შიომ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი