მინსკში სპეცრაზმმა აქციის დასარბევად ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა

ავტორი: ლევან არჩუაძე

მინსკში პრეზიდენტ ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები არ წყდება. სპეცრაზმმა აქტივისტების დასაშლელად,  გასული დღეების განმავლობაში რამდენიმეჯერ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. იგივე ვითარება იყო დღესაც. ინფორმაციები დაკავებულების შესახებაც ვრცელდება

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის დაწყებამდე, რომელიც ქალაქის ცენტრში უნდა გამართულიყო, მეტროს 10 სადგური დაიხურა. ხარვეზებით მუშაობდა ინტერნეტიც.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს, რომლის გამარჯვებულიც, კიდევ ერთხელ გახდა ალექსანდრ ლუკაშენკო

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი