“მინდა, რომ ეს პლატფორმა ღია პლატფორმად იქცეს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც საკუთარი თავი პოლიტიკაში სცადეს”- ჯაფარიძე

“მინდა, რომ ეს პლატფორმა ღია პლატფორმად იქცეს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც საკუთარი თავი პოლიტიკაში სცადეს”- ამის შესახებ პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, “გირჩი” პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ღია პლატფორმად უნდა იქცეს. ასევე პარტია ქვეყნას ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაძვრენაში უნდა დაეხმაროს.

“ჩემი აზრით, გარდაუვალია ის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. როგორ მივიდეთ იქამდე, ეს მოსაფიქრებელია. ორი მიმართულება მაქვს. ერთი არის თვითონ „გირჩის” განვითარება და მინდა, რომ ეს პლატფორმა ნამდვილად იქცეს ღია პლატფორმად იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც საკუთარი თავი პოლიტიკაში სცადეს. მეორე მიმართულება არის ზოგადად, ქვეყანაში არსებული კრიზისი და კატასტროფული მდგომარეობა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და აქედან ქვეყნის გამოსვლის გზები. ამაზე მგონია, რომ კონკრეტული პასუხი ამ წუთში არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ამაზე ფიქრზე ბევრი დრო დავხარჯოთ და საბოლოოდ, მოსახლეობას რაღაცნაირად შევთავაზოთ კრიზისიდან გამოსვლის გზა, ოღონდ, ეს არ იქნება პიარის ამბავი.”- აღნიშნა ჯაფარიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი