“მინდა მადლობა გადავუხადო, გმირ ექიმებს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ მიგატოვეთ, სიკვდილისთვისაც გაგწირეთ”- მეუფე იაკობი

“მინდა მადლობა გადავუხადო, გმირ ექიმებს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ მიგატოვეთ, სიკვდილისთვისაც გაგწირეთ.”- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.

მეუფე იაკობმა ეპიდემიის დროს ექიმების როლზე ისაუბრა. ის მრევლს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“თქვენ იბრძვით, რომ ადამიანები გადაარჩინოთ და ეს კაცობრიობა რას დავემსგავსეთ? გარდაიცვლება ადამიანი და სასახლეს, რომ თავი ავხადოთ იმისი გვეშინია… ექიმებს რა შვილები არა ჰყავთ?! ოჯახები არ ჰყავთ?! სიცოცხლე არა აქვთ?! რთულია, მაგრამ ადამიანობა არავინ უნდა დავკარგოთ! ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველას და ყველაფერს. ნუ დავკარგავთ შიშით ადამიანობას, მაგრამ სიფრთხილე ყოველთვის უნდა დავიცვათ.” – განაცხადა ეპისკოპოსმა.

ეპისკოპოსის აზრით, ეს დაბრკოლება ადამიანებს დაფიქრებაში უნდა დაეხმაროს. მისი აზრით, თუ კაცობრიობა დაწყნარდება ღმერთი ადრინდელივით დაიფარავს.

“ეს ვირუსი ვერაგია, მაგრამ კაცობრიობისთვის, ალბათ, აუცილებელი იყო უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები, ეს თუ დაგვაფიქრებს. სამწუხაროდ, ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას არავისთან არ გამოხატავენ, დატაცებაზე არიან. ზოგი პირველი ხარისხის ქვეყანაა, ზოგი მეორე, მესამე, მაგრამ ადამიანები ხარისხის მიხედვით არ იყოფიან, არც ქვეყნები არ იყოფიან და ალბათ, ყველას თანაბრად უნდა შეეძლოთ იმ სიკეთის მიღება, რასაც მედიცინა და მეცნიერება გვაძლევს. საერთოდ ამ ყველაფერს ღმერთი გვაძლევს, ღმერთის გარეშე ამ ქვეყანაზე არაფერი არ ხდება. ბევრი ტკივილი გვექნება, ასე ცუდად თუ მოვიქეცით, სიკვდილიანობაც ბევრი იქნება, მაგრამ თუ მალე დავწყნარდით, ღმერთი როგორც ადრე გვიფარავდა, ისე დაგვიფარავს.”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი