“მინდა ვაშაძეს მადლობა ვუთხრა კარგი პოლიტიკოსობის გამო”-ჰარცელი

“მინდა მას(ვაშაძეს) მადლობა ვუთხრა კარგი პოლიტიკოსობის გამო”,- ამის შესახებ საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. ის გრიგოლ ვაშაძის “ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლის ფაქტს გამოეხმაურა.

კარლ ჰარცელი  იმედოვნებს, რომ მისი და გრიგოლ ვაშაძის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.

მისი განცხადების თაგმანს რუსთავი ორი ავრცელებს:

“რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას პარტიის დაკავშირებით, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე კი მინდა მას მადლობა ვუთხრა კარგი პოლიტიკოსობის გამო. ჩვენ ბევრი დრო დავხარჯეთ დიალოგის მისაღწევად, რაც საბოლოოდ 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მოხდა, დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ გვექნება თანამშრომლობის საშუალება. მადლობა მას გასული თვისთვის,”- ნათქვამია ჰარცელის განცხადებაში.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობა” დღეს დატოვა. ამის მიზეზი პარტიის ხელმძღვანელების მიერ არჩეული ტაქტიკაა. პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება დღეს “ფეისბუქზე” გამოქვეყნა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი