“მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი” – ვაჟა სირაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით , წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თავდამსხმელს 9 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი.

მისივე თქმით, აღნიშნულ  ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

„არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი. გამოძიება დაწყებულია ფაქტზე ყაჩაღობით და ცეცხლსასსროლი იარაღის უკანონი ტარებით“ – განაცხადა სირაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი