მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე სააპელაციო საჩივარი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ავტორი: თამარ შენგელია

სააპელაციო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელ ლევან ზურაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას, სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. ამის შესახებ თავად დაცვის მხარემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

ადვოკატი საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთ ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის 1 000 ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

ლევან ზურაბიშვილი წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა.

საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლევან ზურაბიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და სასჯელის ზომად ითვალისწინებს პატიმრობას ცხრიდან თოთხმეტ წლამდე.

 

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი