წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვიდეო ერთ-ერთი მძევლის მიერაა გადაღებული.
ვიდეომიმართვის მიხედვით, თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებს.
„შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და სამი კანონი მიიღონ :
1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები;
2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში;
3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებს თავდამსხმელი.
ის, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია.
თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შეჭრილი. შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს.