„მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც პარალელური დათვლის შედეგები საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა“ – USAID

ავტორი: ნანა წულაია

USAID ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) აფასებს. ჩვენი თანამშრომლობით მხარს ვუჭერთ დემოკრატიის განვითარებას საქართველოში, – ამის შესახებ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

„მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრატიკის შესაბამისად.

მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას“, – აღნიშნულია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი