მთიანი ყარაბაღის ჯაბრაილისა და ჰადრუტის რაიონებში 19 სამხედროსა და ერთი სამოქალაქო პირის ცხედარი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ე.წ. „მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დღემდე მთიანი ყარაბაღის საბრძოლო ზონიდან 1 175 ცხედარია გადასვენებული. სამძებრო სამუშაოები დღეიდან ჰადრუტის, ჯაბრაილისა და კარმრაკუჩის მიმართულებებით განახლდა.