‘’მთელი ‘’ნაციონალური მოძრაობა’’ ელოდა გრიგოლ ვაშაძისგან სტრატეგიული გეგმის წარმოდგენას’’ – ნუგზარ წიკლაური

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„თუ ფიქრობდა, რომ ან ტაქტიკური ან სტრატეგიის თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა რაიმე სახის პრობლემები, პირიქით, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ელოდა მისგან სტრატეგიული გეგმის წარმოდგენას.“ – ასე გამოეხმაურა ‘’ენმ’’-ის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური გიორგი ვაშაძის განცხადებებს პარტიიდან წასვლის შესახებ.

მისივე თქმით, პარტია არასდროს არ დასხმია თავს უცხოელ დიპლომატებს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მათი პოზიციები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს არ დასხმია თავს არცერთ დიპლომატს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად ე.წ. პარლამენტში არ შევალთ და ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ. შეიძლება, ჩვენი ზოგიერთი განცხადება განსხვავდებოდა პოზიციისგან, რომელიც ზოგიერთ დიპლომატს ჰქონდა, მაგრამ არ გადაგვილახავს ზღვარი, რომელსაც ჰქვია კეთილი თანამშრომლობა ჩვენს უცხოელ მეგობრებთან.“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი