მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

“პრემიერ – მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა” – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი განცხადებით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა რესტორატორებისგან დეტალურად მოისმინეს პოზიციები პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების შესახებ და განიხილეს, თუ რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით.

საუბარი შეეხო ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა, რომ ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე გამოწვევებია სექტორში წესების დაცვის კუთხითაც.

ამის გარდა სხდომაზე აღნიშნეს, რომ დამატებითი სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი