„მზად ვარ მოსკოვში ილჰამ ალიევს შევხვდე“ – ნიკოლ ფაშინიანი

ავტორი: ნანა წულაია

„მზად ვარ მოსკოვში ილჰამ ალიევს შევხვდე“ – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება კომპრომისს უნდა ეფუძნებოდეს.

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მზად ვარ ძალისხმევა არ დავიშურო ამ შედეგის მისაღწევად, მათ შორის მოსკოვში გავემგზავრო და ილჰამ ალიევს შევხვდე“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, თუ აზერბაიჯანის მხრიდან მზაობა არ იქნება, სომხეთი თანამემამულეების უფლებების დასაცავად საბრძოლველად მზად არის.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი