“ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ ამ პარლამენტთან, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც არ ვაღიარებთ, უმრავლესობასთან და ერთადერთ პარტიასთან. ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ, მაგრამ მზად ვართ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე დანიშნოს ახალი არჩევნები” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ–ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციის ლიდერები აშშ–ის და ევროკავშირის ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აშშ––ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში მართავდნენ. დილიდან ფასილიტატორებს ყველა ბარიერგადალახული პარტიის წარმომადგენელი შეხვდა.
ჯერ–ჯერობით უცნობია როდის გაიმართება მოლაპარაკების მესამე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.