„მზად ვართ, საბრძოლო მოქმედებები ხვალვე შევწყვიტოთ, თუ სომხეთი მოლაპარაკების პროცესში კონსტრუქციულად მოიქცევა” – ილჰამ ალიევი

ავტორი: ნანა წულაია

„მზად ვართ, საბრძოლო მოქმედებები ხვალვე შევწყვიტოთ, თუ სომხეთი მოლაპარაკების პროცესში კონსტრუქციულად მოიქცევა” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანამ სომხეთში ხელისუფლება შეიცვლებოდა და მას პირობითი „სოროსი“ გადაიბარებდა, სამმხრივი შეხვედრები მოსკოვში ხშირი ტარდებოდა.

„მზად ვართ, თუნდაც ხვალვე შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედებები, თუ სომხეთი მოლაპარაკების პროცესში კონსტრუქციულად მოიქცევა. თუმცა განცხადებები, რაც ერევნიდან გვესმის, სრულად ეწინააღმდეგება საბაზისო პრინციპებს, რომლებიც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული. თუ სომხური მხარე საბოლოოდ გააცნობიერებს, რომ სამხედრო პროვოკაციებს ისინი კატასტროფამდე მიჰყავს, მზად ვართ შევაჩეროთ საბრძოლო მოქმედებები და საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან გადავჭრათ.

ჩვენ საბაზისო პრინციპების ერთგული ვრჩებით, რაც დეოკუპაციას, სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის ერთობლივ ცხოვრებას, შუშასა და მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის სხვა დასახლებულ პუნქტებში აზერბაიჯანელების დაბრუნებას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერი კი მხოლოდ თვითგამორკვევაზე საუბრობს“, – განაცხადა ალიევმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი