„მზად ვართ, მოლაპარაკების მესამე რაუნდზე მივიდეთ, თუმცა მთავარი გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია“ – გიორგი ვაშაძე

ავტორი: ნანა წულაია

„მესამე რაუნდზე მზად ვართ, მივიდეთ ოღონდ „ქართული ოცნების“ მხრიდან ადეკვატურ პასუხს ველოდებით“  – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე იყო მინიშნება, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საპარლამენტო ცხოვრება მნიშვნელოვანია.

„ერთ შეხვედრაში არც ის ხდება და არც ეს ხდება, რაღა თქმა უნდა. პირველი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ოპოზიციასთან ხელისუფლების ანგარიშგასაწევობის, ასე ვთქვათ, საკითხის ხაზგასმაა, როცა ეს შეხვედრა შედგა. მეორე, რა თქმა უნდა, მოწოდება არის შეთანხმებისკენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც რეალურად დღეს ქვეყანაში ხდება. ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მესამე რაუნდზე მზად ვართ, მივიდეთ ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან. მხოლოდ ჩვენ რას ვიზამთ არა, მთავარი გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში. მესამე რაუნდზე რომ მივალთ, ზუსტად ვიცი, მზაობა არის ოპოზიციის მხრიდან. ისინი დაფიქრდნენ, როგორც ჩვენთან იყო გზავნილები, ისე იქეთ იყო გზავნილები, რომ დეპოლარიზაცია და ეს კატასტროფული დაპირისპირების ფონი ქვეყანაში უნდა მოიხსნას. იყო მინიშნება, რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო ცხოვრება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამაზე ნამდვილად იყო საუბარი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები ძალაში რჩება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი