‘’მე ყოველთვის ვხედავ გამოსავალს’’ – კარლ ჰარცელი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’წინა პარასკევს მე შევხვდი ყველა ოპოზიციონერ ლიდერს, რაც ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდა იდეების გასაუმჯობესებლად, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ გზა საქართველოსთვის, იმისათვის რომ მივიღოთ სრულად დაკომპლექტებული პარლამენტი, რათა ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რის წინაშეც მოკლევადიან პერიოდში ეს ქვეყანა დგას.’’ – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება მისი მიზანია, მაგრამ ამისთვის საჭიროა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც პასუხისმგებლობას თითოეული პარტიის წარმომადგენელი გაინაწილებს.

‘’უნდა გავაუმჯობესოთ ევროპული მისწრაფება, რაც გააძლიერებს ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებს, რისთვისაც ვიბრძვი. ეს ძალისხმევა გაგრძელდება, ჩვენ ვნახავთ როდის მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ამ დისკუსიის განვითარება იქნება შესაძლებელი. მიზანი არის სრულად დაკომპლექტებული პარლამენტი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ყველა მხრიდან. ამას ქართველი საზოგადოება ელოდება.’’ – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი