“მე ვემიჯნები ყველა თავდასხმას ელჩებთან მიმართებაში იმიტომ რომ, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან”-ვაშაძე

“მე ვემიჯნები ყველა თავდასხმას ელჩებთან მიმართებაში იმიტომ რომ, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან.”- განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე ელჩების მიმართ თანადგომას გამოხატავს და მათზე თავდასხმას არასწორად მიიჩნევს.

“მათ რომელიმე მხარის პოზიცია კი არ უნდა დაიჭირონ, არამედ ამ შემთხვევაში, ფასილიტაცია და შეთანხმებისკენ სვლა უნდა მოახდინონ. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან დიდი პერსონალური წნეხის წინაშე არიან მათი ოჯახის წევრები და ყოველთვის ვგულშემატკივრობ. ყველანაირად გვერდში დავუდგები ამ ადამიანებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეტევა საელჩოებზე და ელჩებზე არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ შემთხვევაში.”- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ მისთვის მიუღებელია საელჩოებზე და ელჩებზე თავდასხმები. ის გაწეული შრომისთვის მათ მადლობას უხდის.

“ჩემი აზრით, ეს არის უფრო კონკრეტული ადამიანების პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, არცერთ პოლიტიკურ პარტიას მსგავსი პოზიცია არ გამოუხატავს, ცალკეულ პირებს, ჟურნალისტებს და ნებისმიერ სხვა ადამიანებს შეუძლია ქონდეთ საკუთარი აზრი. მე არ მეგულება არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც, დღეის მდგომარეობით, თავდასხმას ახორციელებს ამერიკის ან ევროკავშირის საელჩოებზე. რაც შეეხება გამართლებულია თუ არა, პოლიტიკოსებს, რომ გაეკეთებინათ ეს განცხადება, მანდ უფრო თავისუფალი ვიქნებოდი შეფასებაში, ჟურნალისტიკის თვალსაზრისით ყველას შეუძლია საკუთარი პოზიცია ქონდეს. ჩემთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, კატეგორიულად მიუღებელია საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმები. მინდა, რომ მადლობა ვუთხრა მათ იმისთვის, რასაც აკეთებენ და მაქვს იმედი, რომ ამ მნიშვნელოვან გზას გააგრძელებენ, მათ შორის ქალბატონი დეგნანი და ბატონი ჰარცელი, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა მათ იმ საქმისთვის.”- განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი