‘’მეხუთე რაუნდი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული’’ – გიგა ბოკერია

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„საბოლოო ჯამში, თავისუფალი სამყარო, სხვადასხვა ფორმით და ინტენსივობით მხარს უჭერს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, დემოკრატიას. მოლაპარაკების შემდეგი, მეხუთე რაუნდი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.’’ – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ყოველთვის ჰქონდა მზაობა და ახლაც აქვს.

‘’ოპოზიციას ყოველთვის მზაობა ჰქონდა და აქვს. ზოგადად, ყველა გულწრფელად შეწუხებულ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ მოლაპარაკებები საჭიროა იმათთან ვინც ძალიან არ მოგვწონს, აბა ვინც მოგვწონს მათთან მოლაპარაკებები საჭირო არ არის.” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი