მეცნიერებმა მზის პანელის უჯრედის ეფექტიანობა გაზარდეს

ავტორი: ცოტნე წერეთელი

მკვლევარებმა პეროვსკიტის/სილიციუმის ტანდემის მზის უჯრედების კატეგორიაში 29,15 პროცენტიან ეფექტურობას მიაღწიეს . აქამდე მსგავსი ეფექტურობის მაქსიმუმი 28 პროცენტი იყო.

სილიციუმის უჯრედები უკვე დიდი ხანია რაც გამოიყენება. ამის ფონზე, პეროვსკიტი არის მომავალი და ახალი გამოწვევა, რომელსაც სილიციუმის ჩანაცვლება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ამ ახალ კვლევაში, 29,15 პროცენტიანი ეფექტურობის რეკორდული მაჩვენებელი მიღწეული იქნა 1 სმ x 1 სმ პანელით, ამიტომ საჭირო იქნება მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდა. თავის მხრივ, მეცნიერები ამბობენ, რომ მათთვის მასშტაბების გაზრდაც შესაძლებელია .

გავრცელებული ინფორმაციით მეცნიერები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. გამოკვლევების თანახმად, მზის უჯრედების ტანდემურ ტექნოლოგიას 30 პროცენტზე მეტი ეფექტიანობის მიღწევაც შეუძლია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი