მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავტორი: თიკო ნოდია

სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრს, მთავარეპისკოპოს სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, მეუფე საავადმყოფოში მკურნალობს.

“მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მეუფეს.” – წრია განცხადებაში.

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი