მეუფე იაკობი კლინიკას ხვალ დატოვებს

ავტორი: ნანა წულაია

მეუფე იაკობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ღმერთის წყალობით გამოჯანმრთელების პირასაა“ – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, მეუფე იობის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა.

„ორივე მეუფე თავს მხნედ გრძნობს. მეუფე იობი გაეწერა. გუშინ მასთან ერთად ვიყავი წირვაზე, მხნედ ჩაატარა. ჩათვალეთ, რომ კორონავირუსის დაავადება ბოლომდე დაამარცხა.

რაც შეეხება მეუფე იაკობის მდგომარეობას, სტაბილურია. ღმერთის წყალობით გამოჯანმრთელების პირასაა და ხვალ დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა რატიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი